saqarTvelos uReltexilebi - mestiis uReltexili
კოორდინატები | 43°10`39` ჩ. გ. 42°51`02` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3750 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალებს ლაცგასა და სარიყოლს შორის. სიმაღლე ზღვის დონიდან 3750 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. წარმოადგენს ფართო თოვლ-ყინულიან ჩადაბლებას, რომელზეც ბევრი დახურული ნაპრალია. ლეხზირის მყინვარს (მდინარე ენგურის აუზი) აკავშირებს ადირსუს მყინვართან (მდინარე ბაქსანის აუზი).